სოფო კილაძე - ნინო ჯანგირაშვილის დესტრუქციული ქმედება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია
სოფო კილაძე - ნინო ჯანგირაშვილის დესტრუქციული ქმედება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, საკანომდებლო ორგანოში, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მსჯელობენ, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის ქმედება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია.

ასეთი დესტრუქციული ქმედება დაუშვებელი და შეურაცხმყოფელია. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, მსგავსი ქმედება არის ყოვლად გაუმართლებელი და პარლამენტის ინსტიტუციის უპატივცემულობის პირდაპირი დემონსტრირება. პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი აზრი, მათ შორის კრიტიკული, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იქცეს შეურაცხყოფის მიყენების ასპარეზად. ძალიან სამწუხაროა, როცა ამას ყველა ჟურნალისტი სათანადოდ ვერ აფასებს და ითვალისწინებს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

ნინო ჯანგირაშვილი სარეკლამო ბაზრის კლების შესახებ საუბრობდა, როდესაც ირაკლი კობახიძემ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არგუმენტების მოყვანა სთხოვა. მოგვიანებით, ნინო ჯაგირაშვილმა დარბაზი დატოვა.

ამასთან, ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა და მათ საერთო „ჩატში“ მოუწოდებდა, კანონპროექტისთვის ხმა მიეცათ.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მონაწილეობით, საკანომდებლო ორგანოში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მსჯელობენ.