ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზედიზედ მეორე ტურნირი ჩაატარა. ამჯერად, მან უფრო მოკრძალებული შედეგები აჩვენა, ვიდრე ერთი კვირით ადრე, პელჰემის 25-ათასიან ტურნირში.
შაფათავა ქალაქ დოთენის 80-ათასიან ტურნირში ჩაება. ერთეულების ძირითად ბადეში მოსახვედრად მას კვალიფიკაციის გავლა სჭირდებოდა, რაც ვერ შეძლო: პირველ რაუნდში ამერიკელ რონიტ იუროვსკის აჯობა (6:0, 2:6, 6:4), მაგრამ მეორე წრეში კიდევ ერთ ამერიკელთან ქუინ გლისონთან წააგო – 4:6, 5:7.
შაფათავამ წყვილთა ტურნირზეც ითამაშა. აქ მისი პარტნიორი იყო იტალიელი კამილა როსალეტო. ქართულ-იტალიურ დუეტს განთესვის მესამე ნომერი ჰქონდა.
პირველ წრეში, ამ წყვილმა ბრაზილიელი პაულა გონკალვეში და ტაივანელი ჩიე-იუ ჰსუ დაამარცხა – 4:6, 6:4, 10:4 და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე კი შაფათავამ და როსალეტომ
სამ სეტში წააგეს ჩილელ ალექსა გუარაჩისთან და ზელანდიელ ერინ რუტლიფთან – 6:7(2), 6:3, 6:10.