სოფიო შაფათავამ ამერიკული ტურნირი ორი მოგებით დაიწყო
სოფიო შაფათავამ ამერიკული ტურნირი ორი მოგებით დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ჯექსონის ტურნირის (საპრიზო ფონდი – 25 ათასი დოლარი) პირველ დღეს, სოფიო შაფათავას ორჯერ მოუწია კორტზე გასვლა.

ერთეულების ტურნირში შაფათავა ერთ დროს მსოფლიოს 50-ე ჩოგანს, წყვილებში “დიდი სლემის” ტურნირების ორგზის ჩემპიონს ვანია კინგს (აშშ) შეხვდა. მატჩის დაწყებიდან 22 წუთის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი 4:1-ს იგებდა, როცა ამერიკელმა ტრავმის გამო ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

მერვედფინალში შაფათავა ბელგიელ ტამარინ ჰენდლერთან გაარკვევს ურთიერთობას.

სოფიომ წყვილებშიც ითამაშა გერმანელ სარა-რებეკა სეკულიჩთან ერთად. ქართულ-გერმანულმა დუეტმა ამერიკელები – აკიკო ოკუდა და რონიტ იუროვსკი საათსა და 19 წუთში დაამარცხა – 7:5, 6:3. სოფიომ და მისმა მეწყვილემ სამი ეისი შეასრულა და ექვსჯერ აიღეს მეტოქეთა მოწოდება. შაფათავა და სეკულიჩი მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილებსჩილელ ალექსა გუარაჩისა და ზელანდიელ ერინ როუტლიფს შეხვდებიან.