სოფია შაფათავამ ამერიკული ტურნირი ნახევარფინალში დაასრულა
სოფია შაფათავამ ამერიკული ტურნირი ნახევარფინალში დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ ამერიკის ქალაქ პელჰემის (ალაბამას შტატი) 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგში ნახევარფინალამდე მიაღწია.

შაფათავას მეწყვილე ბელარუსი ოლგა გოვორცოვა იყო​. ქართულ-ბელარუსულმა დუეტმა ჯერ კვალიფიკაცია გაიარა, შემდეგ კი ძირითად ბადეში ორი მატჩი მოიგო, რითაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ ეტაპზე, შაფათავასა და გოვორცოვას პირველ ნომრად განთესილი წყვილი უპირისპირდებოდა, რომელშიც ალექსა გუარაჩი და ზელანდიელი ერინ რუტლიფი შედიოდნენ. პირველ სეტი ფავორიტებმა 3:6 წააგეს, მეორე სეტი იგივე ანგარიშით მოიგეს, ხოლო საჩემპიონო ტაი-ბრეიკზე ჩილელმა და ზელანდიელმა 10:6 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

შაფათავა პელჰემში ერთეულებშიც თამაშობდა, სადაც ერთი წრე გაიარა, რის შემდეგაც, მერვედფინალში ამერიკელ ელი კიიკთან დამარცხდა, რომელიც ფინალამდე მივიდა.