სლოვენია ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს
სლოვენია ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობას ამცირებს

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რუსი დიპლომატების რაოდენობა მცირდება. უკრაინული მედია სლოვენიის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლიუბლიანაში 41 რუსი დიპლომატიდან მხოლოდ რვა გააგრძელებს მუშაობას.

„დღეს სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დავიბარეთ, რათა მისთვის გადაგვეცა სლოვენიის შეშფოთება რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულის ჩადენის გამო. პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ერთად, სლოვენია ყველაფერს გააკეთებს, რომ დამნაშავეებმა ამ საშინელი დანაშაულის გამო პასუხი აგონ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების რიცხვი შეამცირეს იტალიამ, ესპანეთმა, შვეიცარიამ, დანიამ, ლატვიამ და ესტონეთმა.