სირიელი ქურთები „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების გასამართლებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ
„სირიის დემოკრატიული ძალების“, სახალხო თავდაცვის ქურთთა რაზმებისა და არაბული ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლები სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების გასასამართლებლად.
„მოვუწოდებთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩამოაყალიბოს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტერორისტების სასამართლო დევნისთვის“, – განაცხადეს „სირიის დემოკრატიულ ძალებში“.
სირიელი ქურთები მიიჩნევენ, რომ ამგვარად შესაძლებელი იქნება, სასამართლო პროცესი საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვით წარიმართოს.
შეგახსენებთ, 22 მარტს პენტაგონმა სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიაში ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებული ტერიტორიები 100 პროცენტით გათავისუფლებულია.