სირია-ერაყის საზღვართან „ისლამური სახელმწიფოს“ 4 000-მდე მებრძოლია კონცენტრირებული
სირია-ერაყის საზღვართან „ისლამური სახელმწიფოს“ 4 000-მდე მებრძოლია კონცენტრირებული

სირია-ერაყის საზღვართან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 4 000-მდე მებრძოლია კონცენტრირებული. დაეშის წევრებმა გასულ კვირაში ქურთებითა და არაბებით დაკომპლექტებული „სირიის დემოკრატიული ძალების“ პოზიციები სირიის ქალაქ ხაჯინთან დაიკავეს.

ერაყის დაზვერვის ინფორმაციით, ჯიჰადისტებს შორის ერაყის 800-მდე მოქალაქეა. „ისლამური სახელმწიფოს“ მასშტაბური დაჯგუფება ერაყის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობს.

ერაყის სამთავრობო არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.