სინგაპურის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
სინგაპურის პრემიერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა, ლი ჰსიენ-ლუნგმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა. 68 წლის ლი ჰსიენ-ლუნგმა ვაქცინაციის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავად განათავსა.

ლი ჰსიენ-ლუნგი სინგაპურში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა. მასთან ერთად ვაქცინაცია ჩაიტარა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, კენეთ მაკმა.

„ჩვენ აცრა ადრე გავიკეთეთ, რათა გვეჩვენებინა სინგაპურელებისთვის, რომ დარწმუნებული ვართ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში“, – განაცხადა ლი ჰსიენ-ლუნგმა.

სინგაპურს ამ დროისთვის დამტკიცებული აქვს „ბიონტექისა“ და „ფაიზერის“ მიერ წარმოებული ვაქცინა.

დღეიდან სინგაპურში მედიკოსების მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, მომავალი თვიდან კი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ხანდაზმულებს ჩაუტარდებათ.