სიმონ ნოზაძე - ჩარეცხილებად გამოგვაცხადეს მთელი თაობა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა
ჩარეცხილებად გამოგვაცხადეს მთელი თაობა და აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, სიმონ ნოზაძემ პარლამენტში. ამის შესახებ მან ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებისას აღნიშნა.
„ყველას გაგვიკვირდა ჩვენი ექიმების, ჩვენი ეპიდემიოლოგების ასეთი ერთობ წარმატებული მოღვაწეობა, რომელმაც განაპირობა ის, რომ საქართველო სანიმუშო ქვეყნად ვიქეცით ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დარგში. რას მინდა, ყურადღება მივაქციო, თქვენიც და ჩვენი მოსახლეობისაც – ამ ექიმებს განათლება მიღებული აქვთ 30, 40, 50 წლის წი; იმ ასაკის ხალხია, მაშინ აქვთ მიღებული განათლება. მე გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რადგან იმ თაობაში მეც მოვხვდი, იმ მომენტისათვის 50 წლის კაცი ვიყავი, როდესაც ჩარეცხილებად გამოგვაცხადეს მთელი თაობა, აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩარეცხილების თაობამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.