„სიენენის“ ინფორმაციით, გასულ ღამეს დენვერში, აქციაზე სულ მცირე 83 ადამიანი დააკავეს
„სიენენის“ ინფორმაციით, გასულ ღამეს დენვერში, აქციაზე სულ მცირე 83 ადამიანი დააკავეს

სულ მცირე 83 ადამიანი დააკავეს გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დენვერში. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

დაკავებულთაგან ზოგი კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააპატიმრეს, ზოგი სხვისი საკუთრების დაზიანებისთვის. აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე დააკავეს იარაღის უკანონოდ ტარებისთვის.

დენვერში საღამოს 20:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს.

ამერიკის სხვადასხვა შტატში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

დატოვე კომენტარი