„სიენენი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელოდებოდა, რომ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებდა ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის გამო
„სიენენი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელოდებოდა, რომ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებდა ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის გამო

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ელოდებოდა, რომ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებდა ამერიკის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო, – ამის შესახებ „სიენენი“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

„ჩვენ ვიცოდით, რომ შურს იძიებდნენ. მათ ასეთივე რეაქცია ჰქონდათ ყასემ სოლეიმანის სიკვდილის შემდეგაც“, – განუცხადა „სიენენს“ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა. ყასემ სოლეიმანი, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ბაღდადში 2020 წლის 3 იანვარს მოკლეს, რასაც ირანის მხრიდან აშშ-ის ბაზებზე თავდასხმა მოჰყვა.

ანონიმური წყაროს თქმით, პირველადი შეფასების თანახმად, ირანელების მიერ გაშვებული რაკეტები დანიშნულების ადგილს არ მოხვდა.

მაღალჩინოსანი ასევე აცხადებს, რომ ტრამპი მზადაა, გაზარდოს აშშ-ის სამხედრო ჩართულობა საჭიროების შემთხვევაში, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ სურს.