სიდნეიში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს
სიდნეიში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავეს

ავსტრალიის კონტრტერორისტულმა პოლიციამ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა. დაკავებულები 20, 23 და 30 წლის მამაკაცები არიან. ისინი სიდნეის გარეუბანში დააკავეს. ავსტრალიის პოლიციას ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ავსტრალიური მედიის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ექვს მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს.

ამასთან, როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან რამდენიმე ადგილზე თავდასხმების მომზადებაში.