შვეიცარიელების კაპიტანი – ჩვენ ისტორია დავწერეთ #1TVSPORT

13:15, 29.06.2021

შვეიცარიის ნაკრების კაპიტანი გრანიტ ჯაკა ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში საფრანგეთთან ჩატარებულ შესანიშნავ მატჩს გამოეხმაურა. 

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა ტურნირის მტავარ ფავორიტად აღიარებული საფრანგეთი მძიმე, სანახაობრივ და დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა 3:3 (4:5).

„ეს დაუჯერებელია. ჩვენ ისტორია დავწერეთ და ამით უსაზღვროდ ამაყები ვართ. წინ მეოთხედფინალი და ესპანეთია. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ მეოცნებეები ვართ“, – განაცხადა საფრანგეთისა და შვეიცარიის მართლაც ისტორიული მატჩის საუკეთესო მოთამაშემ.

მსგავსი