კილიან მბაპე - ძალიან რთულია ამ გვერდის გადაფურცვლა #1TVSPORT
კილიან მბაპე - ძალიან რთულია ამ გვერდის გადაფურცვლა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გულშემატკივრებს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან პენალტების სერიაში სენსაციურად დამარცხდა და ტურნირს სწორედ მბაპეს გაფუჭებული თერტმემეტრიანის გამო დაემშვიდობა.

„ძალიან რთულია ამ გვერდის გადაფურცვლა, – წერს კილიან მბაპე. – დაუჯერებლად სევდიანია ტირნირის დატოვება, ჩვენ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ბოდიშს გიხდით ამ პენალტის გამო. მსურდა გუნდს დავხმარებოდი, მაგრამ არ გამომივიდა. დაძინება ძალიან ძნელი იქნება.

სამწუხაროდ, ხან მწვერვალზე ადიხარ, ხან დაბლა ეცემი, სწორედ ამიტომ მიყვარს სპორტი. ვიცი, რომ გულშემატკივრებს იმედი გავუცრუე, მაგრამ მინდა, მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. უმთავრესია – გავხდეთ უფრო ძლიერები მომდევნო ტურნირებზე. ვულოცავ შვეიცარიის ნაკრებს და წარმატებას ვუსურვებ“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kylian Mbappé (@k.mbappe)