„შუქურას“ ხელმძღვანელობას ქობულეთში დაბრუნება სურს - გუნდს ლევან ჯოხაძე გაწვრთნის #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურაში“, რომელიც სეზონის მეორე ნახევრისთვის მომზადებას „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საფეხბურთო კომპლექსში გააგრძელებს, დიდი საკადრო ცვლილებები მოხდა.
წრის დასრულების შემდეგ გუნდი ცხრა მოთამაშემ დატოვა – მათ შორის არის „შუქურას“ კაპიტანი მიშიკო სარდალიშვილი, ასევე ცოტნე ფაცაცია, რომან ჩაჩუა, ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ბანტუ მზვაკალი, ლევან ქურდაძე, კუროკი კოკენი, სანდრო გელაშვილი.
ამავე დროს, „შუქურას“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბიდან წასული მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის ნაცვლად, ქობულეთის გუნდს ლევან ჯოხაძე გაწვრთნის. ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობებს სეზონის ბოლომდე შეასრულებს.
„ასევე გაცნობებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებას საშინაო შეხვედრების ქობულეთში, ახლად აშენებულ საფეხბურთო ცენტრში ჩასატარებლად“, – წერია კლუბის განცხადებაში.