კეინის, დიმარკოსა და მბაპეს გვერდით - ცოტნე ფაცაცია 2023 წლის საუკეთეს გოლების ავტორებში მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ცოტნე ფაცაციას ცენტრიდან გატანილი გოლი 2023 წლის საუკეთესოებში მოხვდა. ბათუმის „დინამოს“ 23 წლის ნახევარმცველი ისეთი ფეხბურთელების გვერდით დაასახელეს, როგორებიც არიან: ჰარი კეინი, კილიან მბაპე და ფედერიკო დიმარკო.

„წელს ვხედავთ, რომ დევიდ ბექჰემის საქმე გრძელდება. დიდი ხანია, რაც მოედნის ცენტრიდან გატანილი გოლები ასეთი სიხშირით არ გვინახავს. ეს მეკარეების ცუდ თამაშსაც უკავშირდება“.

მეკარეები ცდილობენ, აჰყვნენ ტენდენციას და მე-11 მოთამაშის როლი შეასრულონ, ამის გამო კი კარს ხშირად კარგავენ.

„ცოტნე ფაცაცია – ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე გსმენიათ ბათუმის „დინამოს“ ამ ფეხბურთელის შესახებ. ის „თელავთან“ კარში გატანილი გოლით გავიცანით“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის დაჯილდოებაზე ცოტნე ფაცაციას მიერ „თელავთან“ გატანილი გოლი წლის საუკეთესოდ დაასახელეს.