მიშიკო სარდალიშვილმა გორის „დილასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
მიშიკო სარდალიშვილმა გორის „დილასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

ლეგიონერების სამეულის (ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა, ონორე გომისი) შემდეგ, გორის „დილა“ მიშიკო სარდალიშვილმაც დატოვა – ინფორმაცია ფეხბურთელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა.

„გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავტოვე. სამწუხაროდ, გარკვეულ საკითხებში ჩვენი პოზიციები არ დაემთხვა და „დილადან“ წამოსვლა ვამჯობინე. კონტრაქტი გაწყდა და თავისუფალი აგენტი გავხდი“, – ამბობს სარდალიშვილი.

31 წლის გამოცდილი შემტევი ნახევარმცველის დამატებით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, მაგრამ ჯერ არ იცის, სად ითამაშებს: „ეროვნული ლიგის ორ გუნდთან მოლაპარაკება დავიწყე, მაგრამ სად გავაგრძელებ თამაშს ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია“.

მიშიკო სარდალიშვილი გორის „დილაში“ 2023 წლის ზაფხულში ქობულეთის „შუქურადან“ გადავიდა. დასრულებულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ დატოვეს და ბათუმის „დინამოში“ გადავიდნენ ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ონორე გომისი.