„შუქურას“ გულშემატკივრები გუნდის სხვა ქალაქში გადასვლას აპროტესტებენ #1TVSPORT
ქობულეთის „შუქურას“ გულშემატკივართა კლუბმა „ვიკინგებმა“ გუნდში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
„ფაქტობრივად, დღეს ქობულეთის „შუქურა“ არ არსებობს! გუნდი, რომელიც ქალაქის სახელს ატარებს, ივარჯიშებს თბილისში, როგორც „გაგრა“ და სხვა კლუბები. სახლის თამაშებს კი ბოლნისში ითამაშებს. ამაზე მეტი დაცინვა არ არსებობს. სირცხვილი იმ ხალხს, ვინც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე!
დღემდე გულშემატკივრებს არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია არც პრეზიდენტთან და არც ახალ დირექტორთან! აიეტი ისევ თავის სტიქიაშია! ემოციები წაგვართვეს, გუნდი დაგვიშალეს, ჩვენს მაგარ ბიჭებს საჩემპიონო ზეიმი არ აცალეს, მადლობა არ გადაუხადეს, გუნდი უხელფასოდ დაშალეს და არ დააფასეს ეს ბიჭები. ამ ყველაფრის ფონზე, 50% მაინც დარჩა.
უმაღლესს ველოდით, მთელი ქობულეთი ზეიმს ველოდით, ჩვენ დავბრუნდით ღირსეულად, მაგრამ სად, ვისთან, ვინ არის ამ ქალაქის გუნდის პატრონი?!“ – წერია კლუბის განცხადებაში.