შტუტგარტში ასობით ახალგაზრდამ არეულობა მოაწყო. როგორც გერმანული მედია იუწყება, ახალგაზრდებმა, რომლებიც პატარა ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი, ქალაქის ცენტრში მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და მაროდიორობა დაიწყეს. არეულობის დროს დაშავდა რამდენიმე პოლიციელი.
მომხდარის მიზეზი უცნობი რჩება. როგორც შტუტგარტის პოლიციის პრესმდივანმა განაცხადა, არეულობა ღამით დაიწყო და ქალაქში სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის დამატებითი ძალები.
დილისთვის ქალაქში სიტუაცია დასტაბილურდა, თუმცა პოლიცია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.