„ლივერპულმა“ იაპონელი საყრდენი ნახევარმცველი შეიძინა #1TVSPORT
„ლივერპულმა“ იაპონელი საყრდენი ნახევარმცველი შეიძინა #1TVSPORT

„შტუტგარტის“ საყრდენი ნახევარმცველი ვატარუ ენდო „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა.

30 წლის იაპონელში ინგლისურმა კლუბმა 18 მილიონი ევრო გადაიხადა. ნახევარმცველი ახალ კლუბში მესამე ნომრით ითამაშებს.

გასულ სეზონში ენდომ ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა ბუნდესლიგის 33 მატჩში.