„შპიგელი“ - ჰამბურგის საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში 40 ადამიანი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა
„შპიგელი“ - ჰამბურგის საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში 40 ადამიანი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, ჰამბურგის საავადმყოფოს ონკოლოგიურ განყოფილებაში 40 ადამიანი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა. დაავადებულებს შორის არის 20 პაციენტი.

ვირუსის გავრცელების შემდეგ ინფიცირებულები საავადმყოფოს სხვა ნაწილში გადაიყვანეს. ახლა მიმდინარეობს ინფიცირების წყაროს დადგენა. „შპიგელის“ ცნობით, საავადმყოფოში ვირუსი სავარაუდოდ დამლაგებლისგან გავრცელდა.

ჰამბურგი გერმანიაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრშია. ბოლო ინფორმაციით, ქალაქში „კოვიდ-19“ 3 800 ადამიანს დაუდასტურდა. დაიღუპა 59 ადამიანი.