შოტლანდიის პირველი მინისტრი - შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ბრიტანეთის პრემიერს დემოკრატიის ეშინია
შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს დემოკრატიის ეშინია, – ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სთერჯენმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვით, მაისში დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ნიკოლა სთერჯენი ახალ რეფერენდუმს ჩაატარებს.
2014 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიელების 55 პროცენტმა ბრიტანეთიდან გასვლას მხარი არ დაუჭირა, თუმცა 2016 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე შოტლანდიელების უმრავლესობა ევროკავშირში დარჩენას მიემხრო.
ნიკოლა სთერჯენის „შოტლანდიის ეროვნული პარტია“ ამტკიცებს, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლამ ვითარება შეცვალა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ახალ რეფერენდუმამდე დაახლოებით 40 წელი მაინც უნდა გავიდეს.