შოთა მიშველიძე - მეტის მოლოდინი მქონდა, თუმცა ორი ვერცხლიც არ არის ცუდი [ვიდეო] #1TVSPORT
მოსკოვში მიმდინარეობს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომლის პირველ დღეს შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან პირველ მოძრაობაში (ატაცში) 135 კგ. დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი მისი შედეგი 290 კგ. იყო და საქართველოს ნაკრების მონაგარში უკვე ორი ვერცხლის მედალია.
შოთა მიშველიძე:
„მეტის მოლოდინი მქონდა, რადგან რთული ვარჯიშები გავიარეთ და კარგ ფორმაში ვიყავი. თუმცა რუსეთში, ევროპის ჩემპიონატზე ორი ვერცხლის მოგებაც არ არის ცუდი. შევეცდები მომავალში მეტი გავაკეთო და უკეთ გამოვავლინო საკუთარი შესაძლებლობები.
ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე მედლის მოპოვებით კიდევ უფრო მივუახლოვდი ტოკიოს ოლიმპიადას, რომლის ლიცენზიების საკითხი ძალოსნობაში ევროპის პირველობის დასრულების შემდეგ გაირკვევა“.
კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას 67კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე დაიცავს.
შეჯიბრი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და რეპორტაჟს ტელესკოლის პირდაპირ ეთერში იხილავთ.
ფოტო: gettyimages.com