შოთა მახარაძე იმ მცირერიცხოვან ქართველ მწვრთნელთა კატეგორიას შეუერთდა, რომლებიც პრო (PRO) კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიას ფლობენ.
მოლდავეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფისში სამწვრთნელო ლიცენზიების გადაცემის ცერემონია გაიმართა და ორიოდე რჩეულს შორის ქართველიც აღმოჩდა, რომელიც ტრასპოლის „შერიფის“ დუბლშემადგენლობის და საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელია.
შოთა მახარაძეს სამწვრთნელო ლიცენციის მიღება „შერიფის“ ოფიციალურმა გვერდმა მიულოცა.
„ტირასპოლის „შერიფის“ ახალგაზრდა მწვრთნელებმა შოთა მახარაძემ და ანდრეი კორნეენკოვმა პრო კატეგორიის ლიცენზია მიიღეს. მათი პროფესიული ზრდა აშკარაა. ამ სეზონში შოთა მახარაძემ „შერიფის“ საფეხბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელის ადგილი დაიკავა, ხოლო ანდრეი კორნეენკოვი კარიერის დასრულების შემდეგ აკადემიის მწვრთნელი გახდა და პირველი გუნდის მწვრთნელის თანაშემწეობას მიაღწია. ამ წელიწადში, შოთა მახარაძესთან ტანდემში, ის კლუბის უახლოეს რეზერვს მოამზადებს“, – წერია „შერიფის“ ოფიციალურ გვერდზე.
ცნობითვის – PRO კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია არის უმაღლესი სამწვრთნელო კატეგორია, რომელიც სპეციალისტს უფლებას აძლევს, ნებისმიერი დონისა და ქვეყნის კლუბი გაწვრთნას.