Pro ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო - „პეტრო-არენაზე“ მწვრთნელებს უეფა-ს წარმომადგენელმა მიმართა #1TVSPORT
Pro ლიცენზიის ახალი კურსი დაიწყო - „პეტრო-არენაზე“ მწვრთნელებს უეფა-ს წარმომადგენელმა მიმართა #1TVSPORT

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსი დაიწყო. ორგანიზატორი უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტია.

Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში უკვე მესამედ იმართება. Pro ლიცენზიის მსურველ მწვრთნელებს ონლაინ რეჟიმში უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ფრენკ ლუდოლფმა მიმართა.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის ახალი კურსის დაწყებას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი კურსის დაწყებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტები, კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 16 მონაწილე ირიცხება. მათ შორის ერთი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სალომე ხუბულურია. სწავლება ორწლიან პერიოდზეა გადანაწილებული და მოიცავს, როგორც პრაქტიკულ, ასევე თეორიულ სამუშაოებს. სასწავლო პროცესი მოიცავს საგანმანათლებლო ვიზიტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ლიცენზიის მაძიებელი მწვრთნელები უახლეს ინფორმაციებს, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ინსტრუქტორებისგან მიიღებენ.