შევხვდებით ოქტაგონზე - მაკგრეგორი ბრუნდება
შევხვდებით ოქტაგონზე - მაკგრეგორი ბრუნდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყოფილი ჩემპიონი მჩატე წონაში კონორ მაკგრეგორი სპორტში ბრუნდება. ირლანდიელმა ამის შესახებ თავად განაცხადა. მაკგრეგორი ერთი კვირის წინ გამოეთხოვა გულშემატკივრებს და სპორტიდან წასვლის შესახებ ამცნო ყველას.

„მინდა, წინ ვიარო. ჩემს გულშემატკივრებთან ერთად, მიუხედავად მათი სტატუსისა და აღმსარებლობისა. ნებისმიერი რელიგია გვაიძულებს სრულყოფას. ეს ერთი სამყაროა და ის ერთია ყველასთვის. შევხვდებით ოქტაგონზე“, – დაწერა ირლანდიელმა ტვიტერში.

მაკგრეგორს კარიერაში 25 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული, რომელთგანაც 21 მოიგო. თავის ბოლო ბროლაში 2018 წლის ოქტომბერში, ირლანდიელი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა რუსმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა.