შეთანხმების მიუხედავად, იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში სროლის ხმა ისმის
იემენის საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში სროლის ხმა ისევ ისმის. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მცხოვრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუშინ შვეიცარიაში გაერო-ს ეგიდით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იემენის მთავრობის წარმომადგენლები და ამბოხებული ჰუსიტები შეთანხმდნენ, რომ ჰოდეიდაში ცეცხლი შეწყდებოდა და პორტის კონტროლს გაერო გადაიბარებდა. სწორედ ამ პორტის საშუალებით იღებდა მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას.
მოლაპარაკების შემდეგ, დღეს ჰოდეიდას პორტში პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიდა.
იემენში შეიარაღებული კონფლიქტი სამი წელია, გრძელდება, რამაც ქვეყანა ჰუმანიტარულ კატასტროფამდე მიიყვანა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 22 მილიონ ადამიანს სჭირდება ჰუმანიტარული დახმარება.