შესანიშნავი ამბავი ჩრდილოეთ მაკედონიისთვის - არიან ადემს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა
ზაგრების „დინამოს“ კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ მოთამაშეს შორის ადემი არ არის – ინფორმაციას ხორვატიული გამოცემები ავრცელებენ.
ცახდია, ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩრდილოეთ მაკედონიაში ყველა გაახარა.
„ეს ჩრდილოეთ მაკედონიისთვის შესანიშნავი ამბავია, რადგან ადემი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოს წინააღმდეგ ისტორიული მატჩში, რომელსაც ჩვენი გუნდი 12 ნოემბერს თბილისში გამართავს. დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ მწვრთნელ ზორან მამიჩის გარდა, ზაგრების „დინამოში“ კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ოთხი ფეხბურთელია, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ შორის არიან ადემი არ არის“, – წერს გამოცემა „ეკიპა“.
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრების შეკრება 9 ნოემბერს სკოპიეში დაიგეგმა. ამის შემდეგ იგორ ანგელოვსკის გუნდი თბილისში გამოემგზავრება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებს ისტორიულ მატჩში დაუპირისპირდება – გამარჯვებული 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.