ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაში მასპინძლები დიდ შესვენებამდე კომფორტულ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს 13 ქულით უგებდნენ. „ოკლაჰომამ“ მატჩის შემოტრიალება და წინ გასვლა მესამე მეოთხედშივე მოახერხა. ბოლო პერიოდი დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ვინაობა საბოლოო სირენამდე 1.1 წამით ადრე გაირკვა. შეი გილჯეს-ალექსანდერმა, როცა მისი გუნდი 2 ქულით აგებდა, სამქულიანი ჩააგდო და თავის გუნდს მოაგებინა. „თანდერსს“ მან 42 ქულით, 6 მოხსნითა და 7 პასით ულიდერა.
ვაშინგტონი – ოკლაჰომა 120-121
სათამაშო დღე „გოლდენ სტეიტ უორიორსისა“ და „ფინიქსსანსის“ მატჩით დასრულდა. მოქმედი ჩემპიონი, სტეფ კარის შესანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, კვლავ დამარცხდა და მიმდინარე სეზონში 6 მოგება და 9 წაგება დაუგროვდა. „უორიორსის“ ლიდერს და გამთამაშებელს 50 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა. „სანსმა“ პირველი სამი მეოთხედი მეტოქეს მოუგო და საბოლოო ჯამში, მე-9 მოგება გაიფორმა.