ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) აბუ დაბის გრანდ სლემში მეორე წრიდან ჩაერთო და პირელივე შეხვედრაში იაპონელ ტაკეში დოის დაუპირისპირდა.
შავდათუაშვილმა მეტოქე მარტივად, იპონით დაამარცხა და შემდეგ წრეში ჩინელ რირანგ ჟუს შეხვდება.
ამავე წონაში ასპარეზობდა ფრიდონ გიგანიც, რომელმაც პირველივე შეხვედრა ჩეხ იაკუბ იესმინეკთან დათმო და ტურნირს გამოეთიშა.
დღესვე ასპარეზობაში თამაზ კირაკოზაშვილიც (81 კგ.) ჩაერთო, რომელმაც პირველ ორთაბრძოლაში გერმანელი კონრადი დაამარცხა, ხოლო მესამე წრეში კი ირანელ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა და გამოსვლა დაასრულა.