შავდათუაშვილი და კაპანაძე თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი და კოტე კაპანაძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.
ლაშამ რეპეჟაშში კუბელ ესტრადას სძლია, კაპანაძემ კი სომეხ კარაპეტიანს მოუგო. ტურნირის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებენ დიმიტრი გოჩილაიძე და ზაურ დვალაშვილი (ორივე 81 კგ).
გოჩილაიძე ფრანგ არეგბას შეხვდება, დვალაშვილი კი ბაჰრეინის წარმომადგენელ გერბეკოვს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.
17:00 – ფინალური ბლოკი