შავ ზღვაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები მიმდინარეობს
შავ ზღვაში ნატო-ს ფართომასშტაბიანი წვრთნები მიმდინარეობს

შავ ზღვაში მიმდინარე ნატო-ს საზღვაო წვრთნაში – „ზღვის ქარი 2022“, 11 ქვეყანა მონაწილეობს.

სამხედრო სწავლებაში ბულგარეთის, ალბანეთის, ბელგიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ის, თურქეთის, საფრანგეთის, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობის სამხედრო-საზღვაო ძალების 24 საბრძოლო და დამხმარე ხომალდი და კატარღა, ხუთი თვითმფრინავი, ოთხი ვერტმფრენი და 1 390 ჯარისკაცი მონაწილეობს.

ეს არის ნატო-ს პირველი ფართომასშტაბიანი წვრთნები შავ ზღვაში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.