კაია კალასი – ევროკავშირის ძალებმა ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შეფერხებას როგორც ზღვაში, ისე დიპლომატიური საშუალებებით
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ძალებმა 13 ნოემბერს ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა. განცხადება სოციალურ ქსელში კაია კალასმა გაავრცელა.
„ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შეფერხებას როგორც ზღვაში, ისე დიპლომატიური საშუალებებით,“ – წერს კალასი.
მისივე თქმით, ორშაბათს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ. მისი თქმით, სანქციები ბანკებსა და იმ კომპანიებს დაუწესდებათ, რომლებიც რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს მხარს უჭერენ.
EU forces from @EUNAVFOR_MED IRINI boarded a suspected Russian shadow fleet tanker in the Mediterranean on 13 November.
The boarding, conducted under Article 110 of the UN Convention on the Law of the Sea, confirmed the MV MIDAG was sailing under a false flag.
The EU will keep disrupting Russia’s shadow fleet at sea and through diplomatic means.
On Monday, EU Foreign Ministers are set to approve new Russia sanctions listings, including on banks, buyers and companies supporting the shadow fleet.
— Kaja Kallas (@kajakallas) November 15, 2026