საპროტესტო აქციები საფრანგეთში
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში 106 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 219 პირი დააკავა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პარიზში გამართულ საპროტესტო აქციებზე 24 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის მასშტაბით, 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული, თუმცა ახალგაზრდული პროფკავშირების გაერთიანება განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში 200 ათასი დემონსტრანტი მონაწილეობდა, მათ შორის – ასი ათასი იყო პარიზში.