საპროტესტო აქციების ახალი ტალღა ევროპაში
ევროპა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. იტალიის ქალაქ მილანში, აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრაცია მოძრაობის „იტალია მოედანზე“ ორგანიზებით გაიმართა. აქციის მონაწილეები ცხოვრების გაძვირებას, სამხედრო გადაიარაღებასა და ჯორჯია მელონის მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მსვლელობას სტუდენტური ჯგუფები და პალესტინის მხარდამჭერი აქტივისტებიც შეუერთდნენ. აქციაზე ჰქონდათ ბანერები წარწერებით: „შევაჩეროთ გენოციდი“. საპროტესტო აქცია გაიმართა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონშიც. დემონსტრანტებმა ხელისუფლებას ქვეყანაში გამწვავებული საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდეს. პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საცხოვრებელი კრიზისის წინაშე დგას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახალგაზრდები არიან, რადგან ხელფასების ზრდა, საცხოვრებლის ფასების ზრდას ვერ ეწევა. 2017 წლის შემდეგ ქვეყანაში საცხოვრებელი სახლების ფასები გაორმაგდა, ხოლო ახალი საიჯარო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ქირის ღირებულება თითქმის – ორჯერ გაიზარდა. აქცია გაიმართა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაშიც. სტუდენტები და სხვა მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ანტისამთავრობო აქციაზე და პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომა მოითხოვეს.