ჩინეთში მიმდინარე შანხაის საჩოგბურთო მასტერსზე ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც რუსმა დანილ მედვედევმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ამ მატჩამდე მეტოქეები ოთხჯერ შეხვედროდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ ზვერევს ჰქონდა მოგებული.
ამჯერად მედვეევმა ნავსი გატეხა და დამაჯერებლად იმარჯვა. რუსმა საპრიზო თანხასთან ერთად სარეიტინგო 955 ქულაც დაიმატა და ცხრილში 5920 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.