შალვა პაპუაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ აქვს
შალვა პაპუაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მსგავსი მიმართვები აქამდეც განხორციელებულა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ახალი ამ კუთხით არ არის, პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ვფიქრობ, ალბათ ესეც ნაწილია შიდაპოლიტიკური საკითხისა, თუმცა თავისთავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები, თუ განხორციელებული ასეთი სახის მიმართვები, რა თქმა უნდა, ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.

ამასთან, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე რეფერენდუმი 10 აპრილის შემდეგ გაიმართება“