შალვა ნათელაშვილი - ალეკო ელისაშვილი, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა ოპოზიციას და როცა დასჭირდება, შეიძლება, მოემიჯნოს
ალეკო ელისაშვილი, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა ოპოზიციას და როცა დასჭირდება, შეიძლება, მოემიჯნოს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
„ეს ბატონი, რომელიც მიხსენეთ, როცა უნდოდა თანამშრომლობდა, მათ შორის პირადადაც, როცა აღარ დასჭირდა, გაემიჯნა, როცა დასჭირდება, შესაძლოა, ისევ მოემიჯნოს“, – განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.
შალვა ნათელაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას გუშინდელ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, მოეჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მას დაემუქრა.
„ვფიქრობ, ბატონმა იაგომ გემრიელად იხუმრა ბატონ ნიკასთან დაკავშირებულ საუბარსა და მის შედეგებზე. ოპოზიციაში არც ერთი ლიდერი იმას არ დაიჯერებს, რომ მას შეუძლია, მეორე ლიდერმა რაიმე ფიზიკური საფრთხე შეუქმნას და მით უფრო, მის მოსაგერიებლად დასჭირდეს ცეცხლსასროლი იარაღი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.