დღეს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონი განახლდა – პირველ შეხვედრას ბოლნისის თამაზ სტეფანაის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „სიონმა“ კონკურენტს, „ვიტ ჯორჯიასს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ერთადერთი გოლი შეხვედრის 57-ე წუთზე გავიდა. „სიონს“ გამარჯვება ახალწვეულებმა მოუტანეს: გოლი დიმიტრი ტატანაშვილის ანგარიშზეა, რომელიც ზაფხულში „თელავიდან“ დაიმატეს, ხოლო საგოლე გადაცემა ბათუმის „დინამოდან“ იჯარით გადასულმა რატმა ცაცკრიალაშვილმა შეასრულა.
22 ტურის შემდეგ 25 ქულით „სიონი“ მერვე ადგილზეა, ხოლო „ვიტ ჯორჯია“ (15 ქულა) ისევ ბოლო, მეათე პოზიციაზეა.