სეზარ ასპილიკუეტა - ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შეცვლა შეუძლია, საქართველო ძლიერი გუნდია, თბილისში კი ფინალის ტოლფასი მატჩი გველის #1TVSPORT
სეზარ ასპილიკუეტა - ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შეცვლა შეუძლია, საქართველო ძლიერი გუნდია, თბილისში კი ფინალის ტოლფასი მატჩი გველის #1TVSPORT

სეზარ ასპილიკუეტა საქართველოსთან მატჩამდე სამი დღით ადრე მედიას შეხვდა და მოახლოებულ თამაშზე ისაუბრა. ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

„კვარაცხელიას უამრავი კარგი თვისება აქვს. ის სწრაფია და, რაც მთავარია, მოედანზე განსხვავებას ქმნის. მასთან სიფრთხილე გვმართებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ძლიერი გუნდია. ამჟამად ჩვენი მდგომარეობა რთულია, ჯგუფში მხოლოდ ერთი მოგება გვაქვს და მეოთხე ადგილზე ვართ. აქედან გამომდინარე, 8 სექტემბრის მატჩი თბილისში ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. გამარჯვებისთვის მთელი ძალების მობილიზება მოგვიწევს.

ესპანურ ფეხბურთში მძიმე ამბებია და თამაშზე ასეთ ვითარებაში მივემგზავრებით. ეს რეალობაა, მაგრამ ასეთია სპორტი. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რადგან მილიონობით ესპანელს წარმოვადგენთ.

რაც შეეხება 16 წლის ლამინ იამალის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას, ის ფანტასტიკური მოთამაშეა. სასიამოვნოა ახალგაზრდა მოთამაშეების ხილვა. ფეხბურთში დებიუტი მის დაბადებამდე მქონდა. არ ვიცი, ისაა ძალიან პატარაა თუ მე ვარ ასაკოვანი. ჩემი რჩევა იქნება, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია“, – ამბობს 34 წლის მცველი.