ცნობილია, ტაილანდის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის - გუნდში ორი ნატურალიზებული მცველია #1TVSPORT
ცნობილია, ტაილანდის ნაკრების განაცხადი საქართველოსთან მატჩისთვის - გუნდში ორი ნატურალიზებული მცველია #1TVSPORT

ტაილანდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ალექსანდრე პიოლკინგმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 12 ოქტომბერს საქართველოს დაუპირისპირდება, ხოლო 17-ში – ესტონეთს.

ტაილანდის ნაკრებში ორი ნატურალიზებული მცველია, შვედი ელიას დოლა და ნორვეგიელი ნიკოლას მიკელსენი.

ტაილანდის ნაკრებში, გაახალგაზრდავების პროცესის გამო, არ არის რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი, რის გამოც მედიაში მწვრთნელს აკრიტიკებენ.

ტაილანდის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: კამპოლ პატომაკაკული (რაჩაბური), სუმეტე ხოპჰო (პორტი), ჩიავატ ვაგტარპანი (ხონკინ იუნაიტედი)

მცველები: ჩატმონკოლ რეანჩარაროტი, კრისადა კამანი (ორივე – ჩონბური), ელიად დოლა (ბალი, ინდონეზია), ჯაკაპარ პრაისურანი (პატუმი), ადისონ პრომრაკი (რაჩაბური), ტრისტან დო (მუანტონგ იუნაიტედი), ნიკოლას მიკელსენი (ოდენსე, დანია), ჯეიმს ბერესფორდი (უტაი ტაი)

ნახევარმცველები: ვეეტრეპ პორპანი, პიჩა აუტრა, პუაჩერ ტროანიტი (სამივე – მუანტონგ იუნაიტედი), ჩანუკუნ დარინი, ბორდინ პალა (ორივე – პორტი), ჩანარონგ პროსნიკავი, ბენ დევისი (ორივე – ჩონბური),პატივატ სუკიტამაკუი (პატუმი), ჩაკიტ ლაპრაკული (პრაჩუაპი), აჰიტ ბერგი (ნაჰონ იუნაიტედი)

თავდამსხმელები: ტეერასაკ პოეპიმაი (პორტი), იოტსაკორნ ბურაფა (ჩონბური).