„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი | ვილი სანიოლი - დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია თვითრწმენას დაიბრუნებს #1TVSPORT
„ტაიმაუტის“ ექსკლუზივი | ვილი სანიოლი - დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია თვითრწმენას დაიბრუნებს #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრების თამაშზე ხვიჩა კვარაცხელიას გავლენის შესახებ ისაუბრა.

„არის თუ არა ჩვენი ნაკრების თამაში დამოკიდებული კვარაცხელიაზე? თუ ლიდერი ფორმაში არ არის, ეს გავლენას ახდენს გუნდზე და ამით ის ზარალდება, მაგრამ ჩვენ არ გვსურს თავის მართლება. ხვიჩა ინტენსიურად მუშაობს, რათა ფორმაში ჩადგეს.

მან ნორვეგიაში ბევრი კარგი თვისება უკვე აჩვენა. დარწმუნებული ვარ, კვიპროსის წინააღმდეგ ხვიჩა დაამტკიცებს, რომ ეროვნულ ნაკრებში საუკეთესოდ თამაშობს. გარკვეული პრობლემები ჰქონდა, რაც ფიზიკური ან თვითრწმენის ნაკლებობის ფაქტორით იყო გამოწვეული.

უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში, ბათუმში და „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ეს აბსოლუტურად სხვა სამყაროა და მას დრო სჭირდება, რათა ეს ცვლილება გადაამუშაოს, მაგრამ მთავარია, სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ხვიჩა თვითრწმენას დაიბრუნებს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.