ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ნაკრების ბოლო სამი თამაშით ძალიან უკმაყოფილოები ვართ #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - საქართველოს ნაკრების ბოლო სამი თამაშით ძალიან უკმაყოფილოები ვართ #1TVSPORT

ოქტომბრის თამაშებამდე გამართულ პრესკონფერენციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა. მან კომენტარი გააკეთა, თუ რატომ გადის ეროვნული ნაკრები შეკრებას ვაკეში, ყველაზე ხმაურიან ადგილას თბილისში, სადაც ძნელია კონცენტრირება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეც და მწვრთნელიც თვითკრიტიკულები ვართ. ბოლო სამი თამაშით უკმაყოფილოები დავრჩით. პასუხისმგებლობას არასოდეს გავქცევივარ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ერთიანობა შევინარჩუნოთ.

ჩვენ ვვარჯიშობთ „მიხეილ მესხზე“, რომელთანაც ეს სასტუმრო ახლოსაა და ტრანსპორტირების კუთხით მოსახერხებელია. აქ თავს ფეხბურთელები კარგად გრძნობენ. არჩევანის დროს სწორედ ფეხბურთელების აზრს ვითვალისწინებთ, რათა კომფორტულად იყვნენ“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.