ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, – იტყობინება „სქაი სპორტსი“ (Sky Sports). ესპანელმა ყველაზე ადრე შეასრულა ინგლისის ჩემპიონატში 100 საგოლე გადაცემა. ამისთვის მას 293 მატჩი დასჭირდა.
წინა რეკორდის მფლობელი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევი ნახევრამცველი რაიან გიგზი. მან 100 გადაცემა 367 მატჩში შეასრულა.
„ჩელსის“ გარდა, ინგლისში ფაბრეგასი „არსენალის“ შემადგენლობაში თამაშობდა.