ტიერი ანრი „კომოს“ თანამფლობელი გახდა, რომელშიც სესკ ფაბრეგასი თამაშობს #1TVSPORT
ტიერი ანრი „კომოს“ თანამფლობელი გახდა, რომელშიც სესკ ფაბრეგასი თამაშობს #1TVSPORT

ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი სერია B-ს გუნდის „კომოს“ თანამფლობელი გახდა. მან კლუბში პირადი სახსრები ჩადო, რითაც მინორიტარული აქციონერი გახდა.

„დიდი ხანი ველოდი ისეთ პროექტს, როგორიც „კომოა“. კლუბი ამბიციებით, მაგრამ, რაც მთავარია, იმ ღირებულებების მიმდევარი, რომელსაც მე ვანიჭებ უპირატესობას. კლუბმა და ადგილობრივმა საზოგადოებამ პროგრესს უნდა მიაღწიოს. მქონდა გუნდთან კონტაქტი და იქ მითხრეს, რომ არსებობს საზოგადოებრივი ინიციატივები და წინსვლისკენ მისწრაფება. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩემთვის“, – მოჰყავს ანრის სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე „კომოსთან“ კონტრაქტი გააფორმა ესპანელმა ვეტერანმა სესკ ფაბრეგასმა. იტალიური პრესის ცნობით, მანაც შეიძინა კლუბის აქციები.