სესკ ფაბრეგასი და ტიერი ანრი კვლავ ერთ გუნდში არიან
სესკ ფაბრეგასი და ტიერი ანრი კვლავ ერთ გუნდში არიან

„ჩელსის“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი საფრანგეთის ლიგა 1-ს მონაკოში გადავიდა და შეთანხმება ახალ გუნდთან სამნახევარი წლით გააფორმა. 31 წლის ესპანელმა, ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში, რომელიც „ჩელსიმ“ „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ გამართა, გუნდს უკაპიტნა და მოედნიდან გასვლისას, როდესაც გულშემატკივრებმა ტაშით გააცილეს, ცრემლები ვერ შეიკავა.

ლონდონურ გუნდში ის 2014 წელს, „ბარსელონადან“ გადავიდა, მანამდე კი, 2003-2011 წლებში, იმავე ლონდონის „არსენალში“ 303 მატჩი ჩაატარა.

თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მონაკოში გადასვლა მისთვის დიდი პატივია.

საინტერესოა, რომ „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი და სესკ ფაბრეგასი „არსენალში“ თანაგუნდელები იყვნენ.