სესკ ფაბრეგასმა ვენგერი, გვარდიოლა და მოურინიო დაახასიათა
სესკ ფაბრეგასმა ვენგერი, გვარდიოლა და მოურინიო დაახასიათა

„მონაკოს“ ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა აზრი გამოთქვა თავისი წინა მწვრთნელების შესახებ. ესპანელი ფეხბურთელი ადრე არსენ ვენგერთან, ხოსეპ გვარდიოლასთან და ჟოზე მოურინიოსთან მუშაობდა.

„მე ვფიქრობ, ვენგერი – საუკეთესო მწვრთნელია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. ეს ცალსახაა. არ ვიცი არავინ უკეთესი, რადგან ის ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ და ცდილობს გასწავლოთ როგორ გახდეთ უკეთესი. ამასთან, გვარდიოლას მთავარი მიზანია – სწრაფად ამოძრაოს ბურთი, რათა ბზარები იპოვნოს მეტოქის დაცვაში. მომეწონა ის, რომ შემეძლო ერთ თამაშში ტაქტიკა სამჯერ შემეცვალა. ის ძალიან ბევრ დროს ატარებდა საწვრთნელ მოედანზე. მოურინიო არის მწვრთნელი, რომელსაც გააჩნია ტაქტიკური სისტემა. ეს სქემა ძალიან კარგად მუშაობს. მას მოსწონს ის, რომ თავისი სისტემისთვის კონკრეტული ფეხბურთელები ჰყავს,“ – განაცხადა ფაბრეგასმა.

ესპანელი ადრე თამაშობდა „არსენალში“, „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“.