სერგეი ლავროვი - ალექსეი ნავალნიზე დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ
სერგეი ლავროვი - ალექსეი ნავალნიზე დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ

ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დასავლელი პოლიტიკოსების გამოხმაურებები იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად, რომელშიც მათი ქვეყნები აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვნახეთ, როგორ აიტაცეს გუშინდელი სიახლე რუსეთის ფედერაციაში ნავალნის დაბრუნებასთან დაკავშირებით. პირდაპირ იგრძნობა, ერთმანეთის მსგავს კომენტარებს რა სიხარულით აკეთებენ. სიხარულით, რადგან, როგორც ჩანს, ეს დასავლელ პოლიტიკოსებს შესაძლებლობას აძლევს იფიქრონ, რომ ისინი ამგვარად იმ ღრმა კრიზისიდან ყურადღების გადატანას შეძლებენ, რომელშიც ლიბერალური განვითარების მოდელი აღმოჩნდა“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოსკოვს არც ერთხელ არ მიუღია დასავლეთისგან მტკიცებულებები, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართ მათ უსაფუძვლო ბრალდებებს დაადასტურებდა.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში გუშინ დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს.