რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს
რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს

რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს.

რუსეთის პენიტენციური სისტემის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსი ოპოზიციონერი 2020 წლის 29 დეკემბრიდან იძებნებოდა, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების შემდგომ ზომას სასამართლო განსაზღვრავს, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე კი პატიმრობაში იქნება.

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ძებნა 2020 წლის 29 დეკემბერს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც რუსი ოპოზიციონერი, რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის მოთხოვნით, მოსკოვის სასჯელაღსრულების ინსპექციაში არ გამოცხადდა, რადგან ბერლინში იმყოფებოდა.

ალექსეი ნავალნი ​„ივ როშეს“ საქმეზე პირობითი მსჯავრის ნამდვილით ჩანაცვლების მოტივით დააკავეს. საქმე მოსკოვის სიმონოვსკის სასამართლოში 2021 წლის 11 იანვარს დარეგისტრირდა. „ივ როშეს“ საქმეზე ნავალნის 3.5-წლიანი პირობითი ვადა 2018 წელს დასრულდა. გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 2020 წლის 30 დეკემბრამდე. პირობითი მსჯავრის ნამდვილით შეცვლის შემთხვევაში, ნავალნის შესაძლოა, 3.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯოს, რასაც შინაპატიმრობაში გატარებული დრო გამოაკლდება.

ალექსეი ნავალნი დღეს მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის მოსკოვში დაბრუნებასთან დაკავშირებით, საერთო ჯამში, უკვე 53 ადამიანია დაკავებული.