აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირი დიდი სენსაციით დაიწყო – მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რუმინელმა, სიმონა ჰალეპმა 2:6, 4:6 წააგო ესტონელ კაია კანეპისთან და შარშანელი შედეგი გაიმეორა, როცა პირველივე წრეში ნიუ-იორკის ტურნირს გამოეთიშა.
ეს იყო პირველი შემთხვევა აშშ-ის ღიაზე, როცა ქალებს შორის მოქმედმა ჩემპიონმა პირველ რაუნდში წააგო. „დიდი სლემის” სხვა ტურნირებზე კი ასეთი რამ ხუთჯერ დაფიქსირდა:
– ვირჯინია რუზიჩი ავსტრალიის ღიაზე (1979)
– შტეფი გრაფი უიმბლდონზე (1994)
– მარტინა ჰინგისი უიმბლდონზე (1999, 2001)
– ანჟელიკ კერბერი როლან გაროსზე (2017).
* * *
ყველაფერი წესრიგში ჰქონდა მოქმედ ჩემპიონს სლოან სტივენსს, რომელმაც რუსი ევგენია როდინა პირველ სეტში გაანადგურა, მეორეში მცირედით გაუჭირდა, მაგრამ მაინც ორ სეტში მოიგო – 6:1, 7:5.
სტივენსი წელს როლან გაროსის ფინალში იყო, თუმცა სიმონა ჰალეპთან დამარცხდა.
* * *
ქალთა ბადეში დღის მთავარი მატჩი იყო ორი მოქმედი ჩემპიონის – ამერიკელი ვინუს უილიამსისა და რუსი სვეტლანა კუზნეცოვას დაპირისპირება. შარშანდელი ნახევარფინალისტი უილიამსი ვალდებული იყო ორ სეტში მოეგო, მაგრამ სამი პარტიის თამაში მოუწია – 6:3, 5:7, 6:3.
ვინუსი მეორე სეტში 4:1-ს იგებდა და პარტიის წაგება მოახერხა, მთლიანად მატჩში კი, ბევრი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, მაგალითად, 24 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ რვაჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
წელს, ვინუსი „დიდი სლემის“ ტურნირებზე კარგად ვერ გამოდის – პირველ წრეში ავსტრალიის ღიასა და როლან გაროსზე წააგო და მესამე წრემდე უიმბლდონზე მივიდა.
* * *
შარშანდელი ტურნირის გამოტოვების შემდეგ, მოგებით დაბრუნდა აშშ-ის ღიაზე ლეგენდარული სერენა უილიამსი, რომელმაც 6:4, 6:0 მოუგო პოლონელ მაგდა ლინეტს. სერენამ ფანტასტიკურად ითამაშა თავის მოწოდებაზე: 6 ეისი ჩააწოდა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ ჰქონია, პირველი მოწოდებაზე ქულების 76 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 71.
სერნა და ვინუსი შესაძლოა, ერთმანეთს მესამე რაუნდში შეხვდნენ.
ქალები
I რაუნდი
კანეპი (ესტ)-ჰალეპი (რუმ, 1) 6:2, 6:4
სტივენსი (აშშ, 3)-როდინა (რუს) 6:1, 7:5
სვიტოლინა (უკრ, 7)-ვიკერი (აშშ) 6:3, 1:6, 6:1
კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 8)-დიასი (ყაზ) 6:4, 7:6(4)
გორგესი (გერ, 9)-კალინსკაია (რუს) 6:2, 6:7(5), 6:2
მუგურუსა (ესპ, 12)-ს. ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:0
მერტენსი (ბელ, 15)-ნარა (იაპ) 6:2, 6:7(5), 7:5
ვ. უილიამსი (აშშ, 16)-კუზნეცოვა (რუს) 6:3, 5:7, 6:3
ს. უილიამსი (აშშ, 17)-ლინეტი (პოლ) 6:4, 6:0
ბარტი (ავსტრა, 18)-ჟაბორი (ტუნ) 6:1, 6:3
სევასტოვა (ლატ, 19)-ვეკიჩი (ხორ) 6:2, 2:6, 6:3
სტრიკოვა (ჩეხ, 23)-ლაო (აშშ) 6:3, 6:4
გავრილოვა (ავსტრა, 25)-სორიბეს ტორმო (ესპ) 6:0, 6:0
პეტერსონი (შვედ)-პავლიუჩენკოვა (რუს, 27) 1:6, 6:4, 6:3
კ. ვანგი (ჩინ)-რიბარიკოვა (სლოვაკ, 31) 6:2, 6:2
საკარი (საბ, 32)-მუჰამადი (აშშ) 6:3, 6:3
ტაიხმანი (შვეიც)-იაკუპოვიჩი (სლოვენ) 6:3, 6:0
კინგი (აშშ)-ვიხლიანცევა (რუს) 7:6(4), 6:3
ვიტჰოფტი (გერ)-დოლეჰაიდი (აშშ) 6:3, 7:6(6)
ჯორჯი (იტა)-ოსუიგვე (აშშ) 6:4, 6:1
მუხოვა (ჩეხ)-იასტრემსკა (უკრ) 6:4, 6:2
საფაროვა (ჩეხ)-მარტიჩი (ხორ) 6:4, 6:4
კენინი (აშშ)-ბრენგლი (აშშ) 6:0, 4:6, 7:6(4)
ბოგდანი (რუმ)-ბუზკოვა (ჩეხ) 6:4, 6:2
კალინინა (უკრ)-ფონ დაიხმანი (ლიხ) 1:6, 7:6(0), 5:2 უარი
აზარენკა (ბლრ)-კუზმოვა (სლოვაკ) 6:3, 7:5
არუაბარენა (ესპ)-კოზლოვა (უკო) 6:0, 6:3
ლაპკო (ბლრ)-ბონდარენკო (უკრ) 6:3, 6:3
მაკაროვა (რუს)-უოტსონი (ბრიტ) 6:1, 3:6, 6:3
ლიუ (აშშ)-ჰერცოგი (სლოვენ) 7:6(4), 1:6, 6:4
ბეგუ (რუმ)-ბრეიდი (აშშ) 6:3, 6:3
მარია (გერ)-ა. რადვანსკა (პოლ) 6:3, 6:3